რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე ზოომაღაზია გატეხეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მამაკაცმა გამთენიისას, კომენდანტის საათის დროს, მაღაზიაში შეჭრის მიზნით რკინის კარი დააზიანა.
ხმაურზე ადგილობრტივებმა პოლიცია გამოიძახეს, მამაკაცის დაკავება ადგილზე მოხდა.
დამნაშავე მაღაზიიდან ძაღლის საყელოების, სხოველების საკვებისა და აქსესუარების მოპარვას ცდილობდა.