ალუჩა და მარწყვი რუსთავის სუპერმარკეტებისა და ბაზრების დახლებზე უკვე გამოჩნდა.
ყოველწლიურად ალუჩისა და მარწყვის ფასი განხილვის თემა ხდება.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შეეცადა გაერკვია, თუ რა ღირს ეს ორი საგაზაფხულო ხილი რუსთავში.
ერთი კილო ალუჩის ფასი სუპერმარკეტებში დახხლოებით 13 ლარიდან იწყება და 15 ლარამდე ადის. რაც შეეხება ბაზარს, 1კგ ალუჩის ყიდვას იქ 10 ლარად შეძლებთ.
ალუჩის მსგავსად მაღალია მარწყვის ფასიც.
სხვადასხვა მაღაზიაში გასხვავებული ფასია, თუმცა საშუალოდ 1კგ მარწყვის ფასი 12 ლარიდან 15 ლარამდე მერყეობს.
შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხილის ფასმა 45%-ით მოიმატა.