ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა თეთრიწყაროში ერთი კი ბოლნისში.
,,დღეის მდგომარეობით 184 ჯამური რაოდენობა გვაქვს დაავადების გავრცელების რეგიონში. ბოლო 24 საათის განმავლობაში 35 საკვლევი მასალა იქნა გადაგზავნილი ლაბორატორიაში. 2 დადასტურებული ფაქტი დაემატა თეთრიწყაროს სამედიცინო კლასტერიდან, კონტაქტები დადგენილია. ასევე ერთი ფაქტი დაფიქსირდა ბოლნისში სოფელ გეტაში, სადაც გავრცელების პირველი შემთხვევაა, ინფიცირებული ასაკოვანი მამაკაცია", -განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.