"რუსთავსერვის ცენტრმა" #21 მიკრორაიონის 10 ნომერში მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სხვადასხვა სახეობის ნერგი გადასცა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოსახლეობას დასარგავად 22 შავი ფიჭვის, 10 ნეკერჩხალის და 8 პალონიის ნერგი გაუგზავნეს.
"რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელის გიორგი გოროზიას თქმით, ეზოს მოვლაში სისტემატურად ჩართულები არიან, ტარიელ ირემაძე, მერაბ ჯამბაზიშვილი, მამუკა გელაშვილი.
"მოსახლეობამ გამოიჩინა ძალიან დიდი ყურადღება, უვლიან ნერგებს, მიმდინარეობს სისტემატურად მოწყვის სამუშაოები მათი მხრიდან საკუთარი ინიციატივით, ასევე მიმდებარე ტერიტორიას თიბავენ სისტემატურად და აწესრიგებენ ეზოს. ეს არის მოსახლეობის სამაგალითო საქციელი, ამისთვის მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო", - განაცხადა გიორგი გოროზიამ.
გიორგი გოროზიას თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, წელს სპორტული სივრცის, ტრენაჟორების მოწყობა იგეგმება.