რუსთავში შარტავას ქუჩას და მიმდებარე რამდენიმე ქუჩას ელექტრო ენერგია არ მიეწოდებათ.
ენერგო პროში ინფო რუსთავს გაცუხადეს, რომ შარტავას ქუჩაზე ერთ-ერთი ტრანსფორმატორი დაზიანდა.
ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
კომპანიაში აცხადებენ, რომ აბონენტებისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდება უმოკლეს ვადებში აღდგება.