ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ბოსტანქალაქის ქუჩაზე, "ნისანი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ინერციით საპირისპირო მიმართულებით გადავიდა და ხეს დაეჯახა.
ავარიის შედეგად დაშავდა ავტომობილის მძღოლი.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავებული მამაკაცი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.