რუსთავში კორონავირუსიანი პაციენტი გამოჯანმრთელდა

2020-05-01 11:31:07

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კოვიდ19-ით ინფიცირებული პაციენტი მალე გამოჯანმრთელდება.

"ინფო რუსთავთან" საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძე აცხადებს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას კორონავირუსზე ტესტი გაუკეთეს და პირველი პასუხი ნეგატიურია.

ამჯერად ელოდებიან განმეორებითი ტესტის ჩატარებას, რის შემდეგაც პაციენტის კოვიდ19-ისგან საბოლოო განკურნების შესახებ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ რომ პაციენტი ბოლნისიდან რუსთავში მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადმოიყვანეს. პაციენტი განთავსებულია ბოქსირებულ პალატაში და არის იზოლირებული.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის ცხელების ცენტრში მყოფი ყველა პაციენტის ტესტების პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.