საჭირო საბუთები საშვის მისაღებად

2020-04-30 10:37:32

რუსთავში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასასვლელად განაცხადი, რუსთავის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ მისამართზე უნდა გააგზავნონ.

ცნობის მისაღებად საჭირო საბუთებია: პირადობის მოწმობის ასლი; მიწის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულება

თუ მიწის ნაკვეთი არის იურიდიული პირის საკუთრებაში, წარმოდგენილი უნდა იყოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. იურიდიული პირის მიერ, გადაადგილების მსურველ პირზე გაცემული ცნობა, მასზედ რომ აღნიშნული პირი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას იურიდიული პირის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

საჭირო საბუთები, რომელიც განაცხადს უნდა დაურთოთ:

გადაადგილების მსურველი პირის პირადობის მოწმობის ასლი

სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი

მძღოლის პირადობის მოწმობის ასლი

გაცემული საშვით მოქალაქეებს ქალაქიდან გასვლა დილის 06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნება საღამოს 18:00-19:00 სთ-მდე შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ განაცხადის ფორმა ქალაქიდან გასვლის მსურველმა პირებმა 12 საათით ადრე უნდა შეავსონ. საშვის მიღების დადებითი ან უარყოფითი პასუხი ელექტრონულად გაიგზავნება.

განაცხადის ფორმის შესავსებათ ნახეთ ბმული.

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები