რუსთავში სამკერვალო ფაბრიკამ პირბადეების წარმოება დაიწყო.
რუსთავში პირბადეების ახალი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს ხელმძღვანელობამ დღეს რუსთავის მერიას 1000 ცალი პირბადე საჩუქრად გადასცა. პირბადეები მოხალისეებზე და იმ ადამიანებზე გადანაწილდება, რომლებიც ვირუსის გადადების განსაკუთრებული რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.
"პირბადეების წარმოება დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ძალიან აქტუალურია. დღეს საწარმომ 1000 ცალი პირბადე გადმოგვცა უსასყიდლოდ, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით საწარმოს ხელმძღვანელობას", -განაცხადა რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა ნინო ქვირიამ.
შპს "არ-ემ-სი გრუპი" ყოველდრიურად 5-დან, 7 ათასამდე პირბადეს კერავს და მასში 35 ადგილობრივი, მათ შორის შშმ პირები არიან ადასაქმებულნი. საწარმო, ადრე სამკერვალო ფაბრიკის დატვირთვას ატარებდა და პროფილი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შეიცვალა. პირბადეების წარმოება, ლუგარის ლაბორატორიის დასკვნის საფუძველზე ხდება. იკერება როგორც, ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები. ქარხანაში ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომები მაქსიმალურადაა დაცული და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით ფუნქციონირებს.
შპს "არ-ემ-სი გრუპ"-ში მუშა პროცესს, დღეს რუსთავის მერის მოადგილე ირმა მესხი და სოციალური სამსახურის უფროსი გაეცნენ. ამ ეტაპზე საწარმო კერძო შეკვეთებზე მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში, დღეში 15 ათასი ცალი პირბადის შეკერვის პოტენციალი აქვს.
"მსოფლიოში და ჩვენს ქვეყაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ პირბადეების წარმოების გახსნა. მოგეხსენებათ უჭირს ძალიან ჩვენს ქვეყანას და გვინდოდა კეთილი საქმე გაგვეკეთებინა. ადგილზე დასაქმებული გვყავს 35 ადამიანი, დღის განმავლობაში ამ ეტაპზე ვამზადებთ 5-დან 7 ათასამდე პირბადეს, რომლებიც არის როგორც ეთჯერადი, ასევე მრავალჯერადი გამოყენების. გვაქვს პოტენციალი, რომ 10-დან 15 ათასამდე პირბადე დავამზადოთ. ამჟამად კერძო შეკვეთებით ვართ დაკავებული, გვაქვს მოლაპარაკებები სააფთიაქო ქსელებთან, ველოდებით შედეგებს და მოლაპარაკების დასრულების შემდეგ შევიტანთ სააფთიაქო ქსელებშიც", - განაცხადა შპს "არ-ემ-ეს გრუპ"-ის ხელმძღვანელმა ქეთა როსტომაშვილმა.
ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.