რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 2 ნაცნობს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რაც კამათში გადაიზარდა და დაჭრით დასრულდა.
29 წლის მამაკაცმა ცივი იარაღით 33 წლის მამაკაცი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.
ახალგაზრდას ჭრილობები მუცლის არეში მიაყენეს. დაშავებული ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რუსთავის პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.