რუსთავში მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა

2019-01-22 18:54:07

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა.

"ინფო რუთავის" ინფორმაციით, თვითდაზიანებები მამაკაცმა მუცლის არეში ბასრი საგნით მიიყენა.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.