სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მიცვალებულთა ხსენების დღეს სამღვდელოებამ რუსთავში არსებული სასაფლაოები აკურთხა, ამის შესახებ ინფორმაციას ხარების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სასაფლაოები იკურთხა სხვა ეპარქიებშიც.
შეგახსენებთ, რომ წელს სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით აკრძალვა 17 აპრილს მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესდა.
აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.