ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, რუსთავში, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 15-მდე მოქალაქე დააჯარიმეს.
ინფო რუსთავის ინფორმაციით ქალაქის მასშტაბით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის დროს, წესების დარღვევისთვის 240-მდე პირი დააჯარიმა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ჯარიმის ოდენობა დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს.
სამართალდამცავებმა რუსთაველები ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტებზე, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო ასევე მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის დაჯარიმეს.