რუსთავის სასაფლაოების შესასვლელებს პოლიცია აკონტროლებს.
სამართალდამცველებს სასაფლაოებთან მისასვლელი გზები აქვთ გადაკეტილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები 3 ლოკაციაზე არიან მობილიზებულები.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხვალაც გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით სასაფლაოებზე შეზღუდვები დაწესდა. საქართველოს მთავრობის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა.