რუსთავის, ამერიკული ფეხბურთის გუნდმა "სთილერსმა" 25 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სააღდგომო საჩუქარი, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცა.
"რუსთავის ამერიკული ფეხბურთის გუნდ "სთილერს" აქამდეც არაერთხელ ჩაუტარებია მსგავსი ღონისძიებები. ახლა წინა სააღდგომოდ, ამ ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენმა გუნდმა, ქალაქის მერიასთან შეთანხმებით და პარტნიორებთან მოლაპარაკებით, გუნდის მიერ აგროვებული თანხით, გადავწყვიტეთ, სააღდგომო კალათების შეძენა. გადავეცით იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ პერიოდში არ აქვთ შესაძლებლობა, თუნდაც იმ ერთი პასკის და კვერცხის შეძენის. დიდი სიხარული იყო თითოეული ჩვენგანისთვის ამის გაკეთება და ამით არ მთავრდება "სთილერსი" მომავალშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას", - განაცხადა გუნდის წევრმა შაკო ქუსიკაშვილმა.