საქართველოში კოვიდ19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროის მონაცემებით სულ 4 ინფიცირებულია გარდაცვლილი.
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა, 2-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 388
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 86
მათ შორის გარდაცვლილი - 4
კარანტინის რეჟიმში - 4971
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 519
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.