რუსთავის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვის პროცესი გრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელთან გიორგი გოროზიასთან ერთად გაეცნო.
"მოირეცხა და დეზინფექცია ჩაუტარდა მე-16, მე-17 და მე-19 მიკრორაიონებს. სპეციალური ხსნარით დამუშავდა, როგორც გზის სავალი ნაწილი ასევე ტროტუარები. ანალოგიური სამუშაოები განხორციელდა ტაშკენტის ქუჩაზეც. მინდა ავღნიშნო, რომ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და აბსოლუტურად უვნებელია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ცხოველებისა და მცენარეებისთვის",- განაცხადა რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ.
საპრევენციო ღონისძიების ფარგლებში, პარალელურად დეზინფექცია უტარდება სუპერმარკეტების მიმდებარე ტერიტორიებსაც.
სამუშაოებს, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხორციელდება, „რუსთავსერვის ცენტრი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ.