სააღდგომოდ რუსთავში სასაფლაოები დაიკეტება. ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
"ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტებში მიიღება შეზღუდვები, მეც ვადასტურებ რომ რუსთავის სასაფლაოსთან მისასვლელი იქნება შეზღუდული და ჩაიკეტება"- განაცხადა რეხვიაშვილმა.
გუშინ, 15 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოებზე გასვლაზე შეზღუდვები წესდებოდა, თუმცა ჩიქოვანს არ დაუკონკრეტებია რა შეზღუდვებზე იყო საუბარი.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტმა საფლავების დაკეტვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო.