ქუჩაში ქალის ცხედარი ნახეს

2020-04-16 14:00:48

ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე  ქალის ცხედარი ნახეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალები მუშაობენ. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.