კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-04-16 10:22:56

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 30-ით გაიზარდა, 3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 336
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 74
მათ შორის გარდაცვლილი - 3
კარანტინის რეჟიმში - 5000
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 494
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3

"დღეს დილისთვის გვაქვს 336 შემთხვევა, ანუ მატება დადასტურებული შემთხვევების არის 30-ით. ამ 336-დან გამოჯანრთმებული არის 74, მათგან 48 ჩვენი ცენტრისაა. თუ ამ მონაცემებს შევაჯამებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე კოვიდის საავადმყოფოებში მკურნალობს 262 დადასტურებული შემთხვევა. ამ ეტაპზე ჩვენთან 37 პაციენტი მკურნალობს. რამდენიმე დღეა გახსენებთ, რომ გვყავს 2 ძალიან მძიმე, ანუ პრობლემური პაციენტი და დაახლოებით, 7 პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით. ამ 2 მძიმე პაციენტთან უკვე მესამე დღეა სტაბილური სიტუაციაა და ალბათ, ისინი ამ ძალიან მძიმე პაციენტების სტატუსიდან გადმოვლენ მძიმე პაციენების სიაში და მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდება და დადგება გამოჯანმრთელდება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.