სასაფლაოებზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება

2020-04-15 21:29:15

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოებზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანს არ დაუკონკრეტებია რა შეზღუდვები იქნება შემოღებული.

„მოქალაქეებს კიდე ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა, დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი,“ - აღნიშნა ჩიქოვანმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამაც.

"ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ვართ ბრძოლაში“, - განაცხადა პრემიერმა.