რუსთავიდან გასვლა და შემოსვლა აიკრძალა

2020-04-14 17:10:52

რუსთავიდან გასვლა და შესვლა 15 აპრილიდან ათი დღის განმავლობაში იკრძალება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, განცხადებით, ხვალიდან ქვეყნის 4 დიდ ქალაქში, რუსთავში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, მომავალი ათი დღით გასვლა და შესვლა იკრძალება.

"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან ,15 აპრილიდან, 21 საათიდან 4 დიდ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში ყველა სახის, შიდა არა, ქალაქში შესვლა და გამოსვლა იყოს აკრძალული. ათი დღით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ნაბიჯით მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსხვილ ქალაქებში მობილურობის დოზა კიდევ უფრო დავწიოთ ქვევით",- განაცხადა გიორგი გახარიამ.