კორონავირუსი 5 ექიმს დაუდასტურდა

2020-04-14 15:04:03

ბოლნისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა ამის შესახებ ინფო რუსთავს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თაკო სარიშვილმა განუცხადა.

"5 თანამშრომელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფიცირებული კოვიდ19-ით. ამ ეტაპზე დაინფიცირების წყაროები დადგენილი არ არის, მიმდინარეობს ეპიდ კვლევა. მოძიებულია დაინფიცირებული პირების კონტაქტები და ისინი იმყოფებიან თვითიზოლაციაში. ექიმები გადაყვანილები არიან ინფექციური პროფილის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში"- განაცხადა სარიშვილმა.