ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი ქალაქის შემოსასვლელში ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა.
თვითმხილველები აცხადებენ რომ ავტომობილი სწრაფად გადაადგილდებოდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბენზინგასამართი სადგურის ბოძს შეასკდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ავარიის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.
პაციენტების გადაყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" მოახერხა.
როგორც "ინფო რუსთავს" "კლინიკა რუსთავი"-ს გადაუდებელი დეპარტამენტის ექიმმა, გიორგი მოდებაძემ განუცხადა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.