როგორია ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა

2020-04-12 16:38:12

ე.წ. რუსთავის კლასტერიდან კორონავირუსის დიაგნოზით ორი ბავშვი მკურნალობს.

"ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ასევე სტაბილურია იმ რუსთაველი პაციენტების მდგომარეობაც, რომლებიც მკურნალობას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიან", - ამის შესახებ ინფო რუსთავს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

არასრულწლოვნები რუსთავის საკრებულოს წევრის შვილები არიან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. რაც შეეხება საკრებულოს წევრის მეუღლეს და კიდევ ორ ბავშვს მათ კოვიდ-19 არ დაუდასტურდათ.

თავის მხრივ, საკრებულოს წევრი დედისგან დაინფიცირდა, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია და ასევე კოვიდ 19-ით არის ინფიცირებულია.

ბოლო მონაცემებით რუსთავში კორონავირუსი სულ 8 ადამიანს უდასტურდება. ყველაზე პატარა ინფიცირებული 2 წლის ბავშვია, ხოლო ყველაზე დიდი 79 წლის.

ყველა მათგანის ინფიცირების წყარო ცნობილია. ინფიცირებულებს შორის ხუთი პაციენტი ერთი ოჯახის წევრები არიან.