რუსთავში მოტოციკლისტი ბეტონს დაეჯახა [video]

2020-04-11 18:39:45

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ჭყონდიდელის დასახლებაში, მამაკაცმა მოტოციკლის საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურზე ავარდა და ბეტონის ბლოკს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებული მამაკაცი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.