რუსთავის მოსახლეობა კომენდანტის საათის დროსაც ინარჩუნებს განწყობას და პოზიტიურობას არ კარგავს. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ჯგუფებში გავრცელებულმა ვიდეოებმა საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია.
ვიდეოებში ჩანს, რომ სხვადასხვა უბნებიში ადგილობრივებს სახლებში სიმღერები აქვთ ჩართული და გარშემო მცხოვრებლებს ამხნევებენ.
დაცარიელებული ქუჩების მიუხედავად კორპუსებს შორის ისმის პოზიტიური შეძახილები, რუსთავის მოსახლეობა საგანგებო სიტუაციაშიც კი ცდილობს ხასიათის შენარჩუნებას.
თუმცა, ამ ყველაფერს საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, მაღალი მუსიკის და ხმაურის გამო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც კი გამოიძახეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედა. რაც იმას ნიშნავს, რომ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გამონაკლისების გარდა საქართველოშ გადაადგილება იკრძალება.