რუსთავში სურსათის მაღაზია გაქურდეს

2020-04-11 10:17:20

რუსთავში სურსათის მაღაზია გაქურდეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ქურდობის ფაქტი ტასკენტის ქუჩაზე მოხდა. გამთენიისას მაღაზიაში უცნობი პირები შეიჭრნენ და დახლებიდან 15 კოლოფი სიგარეტი და 2 ბოთლი ღვინო წაიღეს.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის ეკიპაჯები.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.