თბილისში, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს ნანგრევებში 3 მუშა მოჰყვა.
უბედური შემთხვევა ლერმონტოვის ქუჩაზემოხდა. სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
1 მსუბუქად დაშავდა ხოლო 2 სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
"აღნიშნული მისამართი იყო ავარიულ მდგომარეობაში და და პროექტით რაც იყო გათვალისწინებული, იმ მონაკვეთის დემონტაჟი ხორციელდებოდა, რა დროსაც ჩამოიშალა ნაწილი და მოყვა ორი მუშა. ირივე მუშა საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვთ, თუმცა, გამოკვლევებსა და შემოწმებებს გადიან", – განაცხადა ალექსანდრე ტოგონიძემ.