რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების მერვე შემთხვევა დაფიქსირდა.
პირი, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მას კონტაქტი ჰქონდა იმ ადამიანთან, ვისაც ინფიცირება რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.
შეგახსენებთ რომ საქართველოს მასშტაბით სულ 195 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 39.