რუსთავში, XX მიკრორაიონში მცხოვრებ აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდათ.
გაზის მიწოდების შეზღუდვა ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია. "ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარგაზ ჯორჯია"-ში განუცხადეს რომ ერთერთმა კომპანიამ, რომელიც აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებდა, დააზიანა გაზის მილი.
ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ბუნებრივი აირის მიწოდება აბონენტებს საღამომდე აღუდგებათ.