"რუსთაველ ექიმებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ" - ამის შესახებ ინფო რუსთავს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა განუცხადა.
პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიის შედეგები დღეს გახდა ცნობილი. ვირუსზე ტესტი ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს ჩაუტარდა. პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე რუსთავში კორონავირუსის 7 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებული 7-ვე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.