კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა

2020-04-05 19:34:47

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა.

3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.

"დილით დადასტურებული შემთხვევა 170 იყო. ჩვენს ცენტრში დღეს ჩატარდა 15 პაციენტზე ტესტირება და 4 პაციენტთან დადებითი შედეგი მივიღეთ. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 174 პაციენტია დადასტურებული კორონავირუსზე. ამ ოთხი პაციენტის წყარო სხვადასხვაა. ერთი პაციენტის წყარო არის სომხეთიდან ჩამოსული პირი, რომელიც ჩვენთან მკურნალობს, დანარჩენი სამი პაციენტის წყარო არის ეროვნული ბანკი. ამ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმე არ არის, მათი მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევების შედეგებით შესაძლებელი იქნება შეფასდეს საბოლოოდ, როგორი იქნება მათი ზოგადი მდგომარეობა. 4 პაციენტის გარდა, ყველა პასუხი ნეგატიური იყო", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 174
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 39
მათ შორის გარდაცვლილი - 2
კარანტინის რეჟიმში - 5067
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330