როდის აღდგება წყლის მიწოდება

2020-04-05 12:22:21

კომპანია რუსთავის წყლის ხრამის სათავე ნაგებობას ელექტროენერეგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა.

დღეს,  5 აპრილს ავარიულად დაზიანდა ენერგო-პრო ჯორჯიას  ქვესადგურის  500 კილოვატიანი მაღალი ძაბვის გადამცემიხაზი, რის გამოც რუსთავის წყლის ხრამის სათავე ნაგებობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო, ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დროებით შეეზღუდა წყლის მიწოდება.
ამჟამად ენერგო-პრო ჯორჯიას მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე მიმდინარეობს ავარიის აღმოსაფხვრელი სამუშაოები. ხრამის სათავე ნაგებობაზე ავარიული სამუშაოების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება წყალმომარაგების აღდგენა.

ხრამის სათავე ნაგებობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულ შეფერხებასთან დაკაშირებით დღეს, 5 აპრილის 22.00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:
ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მშენებელთა დასახლებას; გარდაბანს და მიმდებარე სოფლებს.