4 რუსთაველი ექიმი თვითიზოლაციაშია

2020-04-06 00:27:38

4 რუსთაველი ექიმი თვითიზოლაციაში იმყოფება.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრები, ექიმი, ექთანი და მძღოლი, ასევე ცენტრალური საავადმყოფოს 2 ექიმი თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით დაავადებულთან.

"ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ ხუთივე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ამ დროისთვის მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.