მარინა ეზუგბაიამჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა რომ ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული, ხოლო 4 მძიმე პაციენტი რჩება.
"ჩვენი პაციენტების მდგომარეობა გარკვეულწილად დასტაბილურებულია. ორი კრიტიკული პაციენტი რომ გვყავდა, ახლა ვამბობთ, რომ ერთი კრიტიკული პაციენტი დაგვრჩა. მეორე კრიტიკულის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება. ანუ ჯამში 1 კრიტიკული პაციენტი გვყავს და 4 მძიმე პაციენტი, რომლები ინტენსიურ მეთვალყურეობას და მკურნალობას საჭიროებენ. ვნახოთ, რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება მათი მდგომარეობაც დასტაბილურდეს და იმის პროგნოზირებაც იქნება შესაძლებელი, რომ მათი გამოჯანმრთელებაც დადგება", - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 156
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 28
კარანტინის რეჟიმში - 5526
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344