გადაამოწმე შენი სიმპტომები

2017-04-03 19:40:10

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინების მიხედვით შექმნა COVID 19 ტრიაჟის ინსტრუმენტი, ვებ გვერდი, რომლის დახმარებითაც გაარკვევ, გჭირდება თუ არა ექიმის კონსულტაცია და შეძლებ დააზუსტო, რომელი პოფილის ექიმს უნდა მიმართო.

ვებ გვერდზე გადასვლისას გხვდებათ მომსახურების პირობები:

შემოწმების შედეგები არ არის დიაგნოზი. შემოწმების შედეგები არის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის და არ წარმოადგენს კვალიფიციურ სამედიცინო დასკვნას.

არ გამოიყენოთ გადაუდებელ შემთხვევაში. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ დაუკავშირდით გადაუდებელი დახმარების ცენტრს.

თქვენი მონაცემები დაცულია. ინფორმაცია რომელსაც გვაწვდით ანონიმურია და არ იქნება გაზიარებული მესამე მხარისათვის.

საიტზე გადასვლისა და მომსახურების მიღებისას უთითებთ სქესს, ასაკს, წონას, სიმაღლეს.

ავსებთ არსებული დავადების ქონის ან არ ქონის გრაფას, უთითებთ სიმპტომებს, რომელიც გაქვთ, ან არ გაქვთ, ასევე პასუხობთ მასთან დაკავშირებულ დამატებით კითხვებს. საბოლოო ჯამში კი გაძლევთ რეკომენდაციას, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ.

იხილით ვებ გვერდის მისამართი - Mydoc.ge