რუსთავში მაღაზია "2 ნაბიჯი" გაქურდეს

2020-04-05 23:27:29

რუსთავში მაღაზია "2 ნაბიჯი" გაქურდეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, გვიან ღამით XIX მიკრორაიონში არსებული მაღაზია ერთმა პირმა გაქურდა.

დამნაშავემ მაღაზიაში მინის გატეხვის შემდეგ შეაღწია, მოპარულია 70 ლარამდე ღირებულების სიგარეტი.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.