"ველოდებით ანალიზის პასუხს"

2020-04-02 18:36:36

" ჩვენ, კონსულტაციების საფუძველზე, გუშინ დავიწყეთ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებთანაც რუსთავის საკრებულოს წევრს, კონტაქტი ჰქონდა",- ამის შესახებ რუსთავის მერმა განაცხადა.

ირაკლი ტაბაღუას თქმით, მას საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატთან, რომლის დედასაც კორონავირუსი დაუდგინდა, ბოლო ერთი კვირის მანძილზე კონტაქტი არ ჰქონია. რაც შეეხება იდენტიფიცირებულ ადამიანებს, ვისაც საკრებულოს დეპუტატთან კონტაქტი ჰქონდა, ტაბაღუას განცხადებით, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

„ველოდებით იმ ანალიზის პასუხს, ვისზეც ახლა ვსაუბრობთ. შიდა მონიტორინგი მოკვლევას ახორციელებს. მუნიციპალიტეტის შენობაში არსებული კამერების საშუალებით მიმდინარეობს კვლევა, ამ დროის განმავლობაში, რომელ ადამიანთან ჰქონდა შეხება და ალბათ, 3-4 სთ-ში მათი იდენტიფიცირება მოხდება“, - აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატის დედა, რომელსაც covid 19 დაუდგინდა, ეროვნული ბანკის თანამშრომელია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ინფო რუსთავმა დღეს დილით გაავრცელა.