რუსთავში კიდევ ერთი საკარანტინო სივრცე მოეწო

2020-04-01 12:10:59

ინფო რუსთავისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსთავში კიდევ ერთი საკარანტინო სივრცე მოეწყო. საფრთხის შემცველი ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეები რუსთავის ავტობაზრობაზე მდებარე სასტუმროში განთავსდებიან.

საკარანტინო სივრცეში ამ ეტაპზე 62 ადამიანი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში კიდევ 2 საკარანტინო სივრცე ფუნქციონირებს, რომელიც სასტუმრო „რუსთავში“ და "გრანდ ვეჯინშია"განთავსებული.