დაინფიცირებული პირი დაკრძალვაზე იმყოფებოდა

2020-03-31 17:27:10

ახალგაზრდას, რომელიც გურჯაანში დაკრძალვაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, 19 მარტს, ოჯახის წევრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა თბილისიდან ჩამოსული ახალგაზრდა, რომელსაც, სამწუხაროდ, დაუდასტურდა კორონავირუსი.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ეპოდემიოლოგები, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან, პოლიციასთან და შესაბამის სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობენ აღნიშნული პიროვნების კონტაქტების დადგენაზე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას ამ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნულია გურჯაანის მერიის განცხადებაში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ განყოფილებაში აცხადებენ, რომ სოფელ კარდენახში, მედიკოსებმა კორონავირუსით დაინფიცირებული 33 წლის მამაკაცის ყველა შესაძლო კონტაქტი უკვე გამოიკვლიეს. ამ ეტაპზე კი არცერთ მათგანს, კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი 17 მარტს სოფელში პაპის ქელეხში იმყოფებოდა, სადაც სხვა 20-მდე პირიც იყო შეკრებილი.პროტოკოლის მიხედვით, მათ 14 დღიანი საინკუბაციო პერიოდი 2 აპრილს უმთავრდებათ და სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში თვითოზოლაციაში იქნებიან. ხოლო იმ პირებს, რომლებიც ინფიცირებულ მამაკაცთან უფრო მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ, 22 დღიანი თვითიზოლაცია დაევალათ. 33 წლის კაცის,წარმოშობით სოფელ კარდენახიდანაა და ის თბილისში ტაქსის მძღოლად მუშაობს.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 110 შემთხვევა დადასტურდა.

ფოტო არ ასახავს რეალობას