ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ კლინიკა „მედალფაში“ განაცხადეს.
არსებული ინფორმაციით, ექთანს ტემპერატურის მცირედი მატება აღენიშნება. იგი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელია, მკურნალობას კი კლინიკა „მედალფაში" გადის.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთი სამედიცინო სექტორის წარმომადგენელია.
„გვაქვს შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი,სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას,“ - განაცხადა გახარიამ.