ვითარება რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში

2020-03-29 19:38:39

"ცენტრალური საავადმყოფო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, იზოლირებული პალატები კი ცალკე შენობაშია განთავსებული" - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას, პაპუნა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ინფექციური საავადმყოფო მთლიანად იზოლირებულია, სადაც მოეწყო ბოქსირებული პალატები, 15 საწოლით.

"გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში, დგას იზოლირებული საწოლი და თუ შემოვიდა ცხელებით პაციენტი ხდება მისი იზოლირება ინფექციურ პალატაში. შემდეგ ხდება ანამნეზის შეკრება, რა თქმა უნდა თავდაცვის საშუალებებით. თუ ცხელება არის გადაგვყავს ინფექციურში და ვათავსებთ ბოქსირებულ პალატაში, ველოდებით ეპიდემიოლოგებისგან შემდეგ განკარგულებას. დიდი ალბათობით 112 გადაყავს საეჭვო სიმპტომებით იმ ცენტრებში, სადაც უკვე ხდება ტესტირება თუ დადასტურდა ვირუსი ინიშნება მკურნალობა თუ არადა გადაყვანა ხდება საკარანტინო ზონაში. მოსახლეობას გონია რომ დაიკეტა საავადმყოფო, მაგრამ ცენტრალურ საავადმყოფო რჩება ჩვეულ რეჟიმში და აგრძელებს მუშაობას", - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.