ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, პირს, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტი არ ჰქონია მარნეულში პირველ დაინფიცირებულ, 62 წლის ქალთან.
რეხვიაშვილის ინფორმაციით, ახალი შემთხვევა აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორიასთანაა კავშირში. დაინფიცირებული 60 წლამდე პირია.