ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2020-03-28 18:04:25

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში.

ფალიაშვილის ქუჩაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები გზაჯვარედინზე დაეჯახნენ.

შეჯახების შედეგად "ოპელი"-ს მარკის ავტომობილი შუაგამყოფ ტერიტორიაზე შევარდა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.