კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-03-28 10:55:17

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში შემდეგი ვითარებაა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 85
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 14
კარანტინის რეჟიმში - 4641
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239


ინფორმაციას stopcov.gov.ge ავრცელებს

“ეს პაციენტი დადასტურდა გუშინ და კვლევის პროცესშია, ალბათ ხვალ ან ზეგ მოგახსენებთ დეტალურად. მოგზაურობა არ არის, როგორც ჩემთვის ცნობილია, სამსახურებრივად აქვს ურთიერთობა უცხოელებთან, მაგრამ არასწორი ინფორმაცია რომ არ მოგაწოდოთ, ვცდილობ არ გითხრათ არაფერი, არ დავაკონკრეტო, რადგან ჩემთვის ეს მაინც უცნობია. წყარო კვლევაშია და ამ წყაროს აუცილებლად მოგახსენებთ. ქალბატონი ავადმყოფობის გამო ბინაზე იმყოფებოდა და თუ ამას ჩავთვლით თვითიზოლაციად, კი ბატონო. ავად იყო რამდენიმე ხანი, ამიტომ ის საკუთარ სახლში იყო თვითიზოლაციაში”, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიამ.