რუსთავში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 30 წლამდე ორმა მამაკაცმა მშვიდობის ქუჩაზე (ე.წ. ახალ ხიდთან) არსებული ბენზინგასამართი დააყაჩაღა. დამნაშავეები ობიექტზე შეიჭრნენ, 60 წლის მამაკაცს დანის მუქარით 1800 ლარი გასტაცეს და ადგილიდან მიიმალნენ.
მოგვიანებით მამაკაცები რუსთავის პოლიციამ მალევე, მეგობრობის გამზირზე დააკავა. ამოღებულია გატაცებული 1800 ლარი.