ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 1 პაციენტს დაუდგინდა კორონავირუსი.
პაციენტი 73 წლის არის და ის საფრანგეთიდან ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს.
ასევე აღსანიშნავია რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული მე-14 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247 პირი.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 82-ს შეადგენს, მათგან 14 გამოჯანმრთელებულია.