ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე [video]

2020-03-27 20:19:18

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი ლილოს გზაზე [video/ვიდეო]

ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ერთ-ერთი სატვირთო გზიდან გადავიდა და ტყეში შევარდა, მას თევზის პროდუქცია გადაჰქონდა. ასევე დატვირთული იყო მეორე ავტომობილიც.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.