რუსთავში საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისთან ხალხმრავლობა შეინიშნებოდა, ასევე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება ბანკის თანამშრომელსა და მომხმარებლებს შორის.
ბანკთან შეკრებილები უკმაყოფილებას სერვის შეფერხებულ მიღებაზე და მოლარეების სიმცირეზე გამოთქვამდნენ.
როგორც ინფო რუსთავს გარეთ შეკრებილებმა განუცხადეს, ბანკში მომხმარებელს მხოლოდ ორი მოლარე ოპერატორი ემსახურება.
ერთ-ერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ საბანკო სერვისის მიღებისთვის რიგში ერთ საათზე მეტია დგას.
სწორედ მოლარეების სიმცირემ გამოიწვია ბანკის გარეთ ხალხმრავლობა და საბანკო სერვისებზე შეფერხებული წვდომა.
როგორც ბანკის თანამშრომელმა ინფო რუსთავს განუცხადა, ხვალიდან კიდევ ორ მოლარე ოპერატორს დაამატებენ და მომხმარებელს ოთხი ოპერატორი მოემსახურება.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და ისინი გარეთ შეკრბილებს ორ მეტრიანი დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებდნენ.